“ელოდეთ ბევრ სიკვდილს, მკვლელობები იქნება…” – ლელა კაკულიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება

0
2360
44 Views

“ელოდეთ ბევრ სიკვდილს, მკვლელობები იქნება…” – ლელა კაკულიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება.

ცნობილი ნათელმხილველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ასახულია მისი წინასწარმეტყველებები:

“🔴 მეგობრებო,
რუსეთში სამხედრო გადატრიალება დაიწყო – ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით!!!
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეგახსენებთ რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც ქალბატონმა ლელა კაკულიამ ევგენი პროგიჟინის შესახებ წარმოთქვა, და რომლებსაც მკითხველები უკვე გაეცნენ ჩვენს გვერდზე 2022 წლის 22 ნოემბერს, 2023 წლის 9 თებერვალს და ასევე 2023 წლის 4 აპრილს.
გარდა ამისა, შეგახსენებთ იმ წინასწარმეტყველებებსაც, რომლებიც რუსეთში მოსალოდნელ ამბოხება-გადატრიალებას შეეხებოდა, და რომლებსაც ასევე იცნობენ ჩვენი მკითხველები.
🔺 2022 წლის 22 ნოემბრის ჩანაწერები ასე გამოიყურებოდა:
„ვხედავ ძალიან საინტერესო ფაქტს: სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შეფი ევგენი პროგოჟინი, რომელსაც პუტინი ძალიან ენდობა, პრეზიდენტის გარემოცვას დაარტყამს.
მაგალითად, ვალენტინა მატვიენკოს, რომლის უკანაც მთელი კლანი დგას და რომელიც პუტინს დიდად არ ემორჩილება, ასევე პეტერბურგის გუბერნატორსა და სხვებს.
ამაზე პრიგოჟინს პუტინისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული.
მოკლედ რომ ვთქვა, „ვაგნერის“ შეფი პრეზიდენტის გარემოცვის „დასუფთავებას“ იწყებს და ვხედავ დიდ შეჯახებებს.
პროგოჟინი, რომელსაც თავისი კერძო არმია ჰყავს და თავადაც საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა, შეეჯახება რუს ძალოვან მაღალჩინოსნებსაც, რომლებიც მართლა არაფერში ვარგიან — მარტო ფულს აკეთებენ და არმიაზე არც უზრუნიათ.
‼️და კიდევ ერთი წინასწარმეტყველებაც გაიხსენეთ: რუსეთის ხელისუფლებაში მოდიან სამხედროები.
‼️არ გაგიკვირდეთ, რომ ევგენი პრიგოჟინი რუსეთს ერთპიროვნულ მმართველად მოევლინოს“.
🔺 2023 წლის 22 თებერვალი
„რუსეთში ევგენი პრიგოჟინის მოწამლვას შეეცდებიან.
ვხედავ, კრემლში უკვე დიდი შიდა განხეთქილებაა და ელოდეთ ბევრ სიკვდილს – მკვლელობები იქნება…
Генерал без солдат! – მესმის ეს სიტყვები.
‼️ვხედავ, პრიგოჟინი თავის არმიას შეამცირებს. კარგად მიხვდება, რომ მახეს უგებენ და აი მაშინ დაიწყებს მოქმედებას და დიდ დარტყმასაც მიაყენებს მოწინააღმდეგეებს.
🔺 2023 წლის 4 აპრილი
„ვხედავ დიდ განხეთქილებას რუსეთის მთავრობაში!
პირდაპირ ვუყურებ, როგორ ზის პეტერბურგის თავი კაფეში, ყავას სვამს. ფუნთუშას პირთან მიიტანს და… სნაიპერი ესვრის.
ამ ყველაფერს „ვაგნერის“ შეფს, ევგენი პროგოჟინს დააბრალებენ, მაგრამ ვერ დაუმტკიცებენ“.
🔺 და კიდევ: ქალბატონ ლელა კაკულიას დავალებით, 23 მაისს შეგახსენეთ იმ წინასწარმეტყველებების ნაწილი, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების ცვლას, კერძოდ კი პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულებასა და სამხედრო გადატრიალებას ეხება.
სხვათა შორის, ვინც ქალბატონი ლელას ამგვარი დავალებების მნიშვნელობა კარგად ვიცით, მაშინვე მივხვდით, რომ მოვლენები ძალიან მოახლოებული იყო!
აქ შედარებით მოკლე ვერსიას გთავაზობთ, სრულად შეგიძლიათ 23 მაისის პოსტში წაიკითხოთ.
🔺 2006 წელი, 22 მარტი
რუსეთში მომავალში პრეზიდენტად მოდის მაღალი, რუხი გენერალი.
🔺 2008 წელი, 13 ივლისი, ღამის 3 საათი
დიდი ინტრიგების პერიოდები ელით რუსებს. ყველაფერს სათავეში ჩაუდგება რუხი გენერალი, რომელსაც ძალიან გამჭოლი ხმა აქვს. იგი გამოცდილი კადრია, არაფერი ეშლება.
ძლიერი გუნდი იკვრება მის ირგვლივ და იწყებენ ბრძოლას.
მათ პუტინის მოშორება აქვთ ჩაფიქრებული და დაიწყებენ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას.
მოდის ძალა, რომელიც პუტინს უნდა ჩაენაცვლოს და ჩაენაცვლება კიდეც.
<…> რუსეთის მთავრობაში იქნება დიდი ცვლა, მოდის ახალი ხალხი. ყველაფერი იცვლება, განსაკუთრებით კი რუსული პოლიტიკის კურსი. ამინ!
🔺 2011 წელი, 23 ივნისი
ვხედავ, რუსეთში დიდი პოლიტიკური ტალღა აგორდება და ყველაფერი მოიმართება კრემლის ბინადართა წინააღმდეგ.
<…> რუსული ოპოზიცია სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. ისინი ბოლომდე ერთიანდებიან, თუმცა არის შიდა დიდი წინაღობები, მაგრამ ეს მთავრობის სასარგებლოდ მაინც არ იმუშავებს.
მოდის ლიდერი ოპოზიციის სიღრმიდან, რომელსაც ვერ მოერევიან. 80 პროცენტი მოსახლეობისა მხარს დაუჭერს. იგი გამოცდილი გენერალია, მასთან ბრძოლა ძალიან, ძალიან რთულია.
🔺 2011 წელი, 15 სექტემბერი, დილის 6 საათი
მომავალში რუსეთის პრეზიდენტად მოდის კაცი, რომელსაც არავინ იცნობს. ისევ „კაცი არსაიდან“. მე კი ვხედავ, რომ იგი პეტერბურგიდანაა.
დიახ, პრეზიდენტი რუსეთისა მოდის ისევ პეტერბურგიდან. იგი გამოცდილი გენერალია. მისი დამორჩილება არც ისე ადვილია, თითქმის შეუძლებელია. ის საკმაოდ განათლებული, შემსრულებელი პიროვნებაა. სხვის დაკრულზე არ იცეკვებს. ასე რომ, ფრთხილად, იგი ბევრს გაუცრუებს იმედებს.
🔺 2011 წელი, 19 ოქტომბერი, დილის 5 საათი
ვლადიმირ პუტინი წააგებს. მის წინააღმდეგ ყველა გაილაშქრებს, ერთგული ხალხი უღალატებს, ვინაიდან ყველა აცნობიერებს იმას, რომ მისი პრეზიდენტობა აღარ შეიძლება. დიახ, არ შეიძლება!
ვხედავ, ამას იფიქრებენ ძალოვანი მინისტრები, მათ შორის, შეიარაღებული ძალების მინისტრი და ჯარიც, რომელიც თითქმის უკვე არ არსებობს. ეს ის ხალხია, ვინც პირველები განუდგებიან.
<…> ვხედავ, პუტინის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. ეს მისი ახლო გარემოცვაა. მათი მიზანი ერთია: რადაც უნდა დაუჯდეთ, მოიშორონ იგი — თუნდაც სიცოცხლის ფასად! ეს ძალზე სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელიც უნდა შესრულდეს.
<…> საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: ვხედავ, პეტერბურგელი გენერალი ძალიან რთულ და სახიფათო გადაწყვეტილებებს მიიღებს და მას პუტინის მომხრეებიც კი მოსთხოვენ ამ პოლიტიკის გატარებას. თუმცა, ვხედავ, რომ „გენერალი“ მათი მოთხოვნის გარეშეც გადადგამდა ამ პოლიტიკურ ნაბიჯს, რომელსაც მთელი რუსეთი დემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებს. ასევე სხვა სახელმწიფოებიც.
ეს ნაბიჯი კი ის არის, რომ ძლევამოსილ პუტინს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს — არც პრეზიდენტობა და არც პრემიერობა!
ეს სენსაციაა? ჩემთვის არა. ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. ჰოდა, ახლოსაა ახლანდელი პრემიერის (წინასწარმეტყველების წარმოთქმის მომენტისთვის პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო, – რედ.) ბოლოც — წასვლა პოლიტიკიდან!
იგი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე დიდი დარტყმაც ვიწინასწარმეტყველე, როცა პოლიტიკურ ზენიტში იმყოფებოდა.
🔺 2020 წელი, 1 ივლისი
ვხედავ, რუსეთში მოდის გენერალი — სამხედრო გადატრიალება!
🔺 2022 წელი, 16 სექტემბერი
რუსეთის მთავრობაში მოდიან სამხედროები. მათ პუტინის „მეფობის“ გაგრძელება არ სურთ. ძალიან დიდი უთანხმოება იქნება პუტინის მთავრობასა და სამხედროებს შორის. ეს რუსეთს არ ასცდება: პუტინი მიდის, მოდიან სამხედროები”

 

 

Cesko