“ამ შეთანხმებაზე გვარამიამ არ იცის” ანუ რაში “გაცვალა” ივანიშვილმა გვარამიას შეწყალება – რას წერს კოკა მორგოშია

0
23705
21 Views

“📌თითქმის ერთი დღეა, რაც რადიკალური პროდასავლური ფლანგის ერთ-ერთი მთავარი რუპორი, ნიკა გვარამია, ციხიდან გათავისუფლდა. ვაკვირდები სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების, თუ პოლიტოლოგების სხვადასხვაგვარ შეფასებებს. ჩემთვის კი ყველაფერი ნათელია და ვფიქრობ, რომ ვინც ამ პროცესს სიღრმისეულად დააკვირდება, არ უნდა იყოს რთული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა.

საქმე ის გახლავთ, რომ რეალურად ნიკოლოზ გვარამიას საპატიმროდან გათავისუფლება, უკავშირდება “ქართული ოცნებისთვის” ეროვნულ ბანკში, ნათია თურნავას შეშვებაზე დასავლეთიდან მწვანე შუქის ანთებას.

მართალია, ნათია თურნავას პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ საკუთარი შინაარსით ეს გახლავთ სხვა არაფერი, თუ არა ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მორიგი პოლიტიკური თემაში. ნიკა გვარამიას თავისუფლების საკითხი და საქართველოს ეროვნული ინტერესი, გაცვლილი იქნა ნათია თურნავას თანამდებობაზე, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა მმართველი ძალის პირად, მერკანტილურ ინტერესებს.

პ.ს. დარწმუნებული ვარ (და ლოგიკურად ასეც უნდა იყოს), რომ ამ შეთანხმების შესახებ, არც თავად ნიკა გვარამიამ და არც ნათია თურნავამ არაფერი იცის.”

Cesko