20 Views
ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ არ ელოდა პრეზიდენტისგან ამ გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ზურაბიშვილმა ეს პირველ რიგში ქვეყნისთვის გააკეთა, რაც მას ღირსებას მატებს.
გვარამიამ ასევე კომენტარი გააკეთა 4 წლის წინანდელ ვიდეოზეც, რომელშიც ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა ზურაბიშვილს. გვარამიას თქმით, მას არ მოსწონს თავისი თავი ამ ვიდეოში და ბოდიშს უხდის პრეზიდენტს ამ სიტყვების გამო.
ნიკა გვარამია ასევე მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.