ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა – რატომ მიიღო მოულოდნელი გადაწყვეტილება ტელევიიზიის შეწყალებულმა დირექტორმა?

0
2074
20 Views

ნიკა გვარამია “მთავარ არხს” აღარ უხელმძღვანელებს – ამის შესახებ განცხადება მან პენიტენციური დაწესებულების დატოვებისთანავე გააკეთა. მისი თქმით, ის ეცდება ტელეკომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანას, თუმცა არხს გიორგი გაბუნია უხელმძღვანელებს.

“მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, იქნება იმ სირთულეებიდან “მთავარი არხის” გამოყვანა, რომელშიც ის იმყოფებ., თუმცა, მე არ ვაპირებ “მთავარ არხს” ვუხელმძღვანელო, მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ვარ ახლა, მაგრამ “მთავარი არხი” გადარჩა, მან აჩვენა, რომ ის ჩემს გარეშე, თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს, მე ვიტყოდი – უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში, ამიტომ, მე გავაკეთებ იმას “მთავარი არხისთვის”, რაც შეიძლება სხვას არ შეეძლოს, არც “მთავარ არხზე” და არც სხვაგან, ეს, პირველ რიგში, ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ, “მთავარ არხს” უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლა ხელმძღვანელობს – ეს არის გიორგი გაბუნია, მისი დირექტორი. მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს, პირველ რიგში, ეს იქნება, რასაც გავაკეთებ,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Cesko