რა მოტივით შეიწყალა ზურაბიშვილმა გვარამია? – პრეზიდენტის კომენტარი და განცხადება

0
2462
20 Views

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

“დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამარტლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.

მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ ის მოხდება და იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის თაობაზე გაკეთებული განცხადებების ავტორების „გასაგონადაც“ და აღნიშნა, რომ არასდროს დაესიზმრება პატრიარქი „გაოიყენოს ფარად“ და „პიარისთვის“.

ზურაბიშვილის თქმით, ის „უთუოდ“ შეხვდება პატრიარქს მარხვის დასრულების შემდეგ, რაც არავის საქმე არ არის.

„მინდა კიდევ ერთ გარემოებაზე მივიპყრო თქვენი ყურადღება, რომ ის სრულიად მიუღებელი აჟიოტაჟი, ზოგიერთების გასაგონად, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერზე უნდა გააკეთონ კომენტარი, რომ ყველაფერი იციან, რომ არასდროს შეუძლიათ თქვან: “არ ვიცი”, რაღაცაზე, რაც ეხებოდა პატრიარქთან ჩემს შეხვედრას. არასდროს არ დამესიზმრებოდა, რომ მე პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“, ან ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის. პატრიარქს მე უღრმეს პატივისცემას და დიდ სიყვარულს ვუძღვნი და მინდა დავუდასტურო, უთუოდ მივალ პატრიარქის სანახავად, როცა დასრულდება მარხვის პერიოდი და ეს არავისი საქმე არ არის და არანაირად დაკავშირებული ამ საკითხთან. მე კონსტიტუციაც კარგად ვიცი და კონკორდატიც”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Cesko