,,სამართალში არსებობს ცნება “უდანაშაულობის პრეზუმპცია”. ანუ, ადამიანი ვისაც რაიმეს დააბრალებენ არ შეიძლება იყოს აპრიორი დამნაშავე. მას ეს დანაშაული უნდა დაუმტკიცო. სახელმწიფოებსაც ეხება ეს ცნება !
ამიტომ გაუგებარია, როცა საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვთ დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. პირიქით უნდა მოვითხოვოთ ! ვინც გააჟღერა ეს საშინელი ბრალდება მან უნდა მოიტანოს კიდეც მტკიცებულებები. ტალახის სროლა ადვილია.
ხალხო, არ აქვს მნიშვნელობა ახლა ვინ არის ჩვენი ხელისუფლება და მოგვწონს თუ არა ის. ჩვენ ყველა საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ცუდი რაც საქართველოზე ითქმება ავტომატურად ყველა ჩვენგანს ეხება ! შეიგრძნეთ თავი ამ ქვეყნის მოქალაქეებად ! არ შეიძლება სახელმწიფოს ინტერესები ვიწროპარტიულით ჩავანაცვლოთ !“
ყოფილი დიპლომატი, მამუკა გამყრელიძე; სოციალური ქსელი