“ფეისბუკ” ჯგუფში “ჩემი ქართველები საფრანგეთში” სოციალური ქსელის მომხმარებელი ანი კაკურია პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საფრანგეთში ქართველი მამაკაცი დაიკარგა.
“გამარჯობა, ძალიან გვჭირდებ თქვენი დახმარება. დაიკარგა ჩემი ბიძაშვილი, პარიზში, შაბათს, სასტუმროდან ( მისამართი: rue d’austerlitz) გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ვეძებთ ჩვენი ძალებით, ჩაერთო საელჩოც, ყველა ხავს ვეჭიდებით და აქაც დავწერ, რომ იქნებ, თუ ვინმემ სრულიად შემთხვევით , სადმე შენინშნეთ ეს ახალგაზრდა, გთხოვთ მოგვწეროთ მე ან Tamta Kharabadze-ს” – წერს კაკურია