ავტომანქანა ჯერ ცხენს შეეჯახა,შემდეგ სიმაღლიდან გადავარდა – უბედური შემთხვევა კახეთში – არის მსხვერპლი

November 22, 08:12
0
686

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში.

ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე თბილისის მიმართულებით მოძრავი Opel-ის მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. თავდაპირველად ცხენს დაეჯახა, შემდეგ კი სიმაღლიდან გადავარდა.

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Cesko