„უტიფრობასაც აქვს საზღვარი, ვითმენ, ვატარებ, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს?“ – ვის მიმართავს ნინო ნადირაძე

0
3446
19 Views

ნინო ნადირაძე ეხმაურება თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას:

„ნელსონ მანდელა არაადამიანური მოპყრობის და წამების სამიზნე იყო მრავალი წლის განმავლობაში, შემდეგ ის დაბრუნდა პოლიტიკაში“

აღნიშნული განცხადება თინა ბოკუჩავამ მმართველი გუნდის ბრალდებებზე საპასუხოდ გააკეთა და მაგალითისთვის, ნელსონ მანდელას პატიმრობა მოიყვანა: „ქართულ ოცნებას“ ეტყობა არც საკუთარი ისტორია ესმის და არც სხვა ქვეყნების ისტორიიდან იცის რაიმე.

მაგალითად ნელსონ მანდელას პატიმრობა მაინც შეუძლიათ შეისწავლონ, რომელიც არაადამიანური მოპყრობის და წამების სამიზნე იყო მრავალი წლის განმავლობაში, შემდეგ ის დაბრუნდა პოლიტიკაში.

არაადამიანური, წამების ტოლფასი მოპყრობა არ გამორიცხავს, რომ ადამიანმა შემდეგ მაინც შეძლოს სხვადასხვა სახით ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ქვეყნისთვის სიკეთე“.

თინა ბოკუჩავას ამ განცხადებას „უტიფრობად“ აფასებს კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი და წერს:

„უტიფრობასაც აქვს საზღვარი, ვითმენ, ვატარებ, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს? არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი თუ ვინმეა მე და კლინიკის თანამშრომლები ვართ“, – წერს ნინო ნადირაძე თინა ბოკუჩავას განცხადების საპასუხოდ.

Cesko