17 Views
ყოფილი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კანონის მიხედვით პენსიაზე გავიდა, უკვე თავისუფლად საუბრობს მის მიერ გამოტანილ განაჩენებსა და საქმის ფიგურანტებზე. ორკოდაშვილი იყო მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საქმის მოსამართლეც, თუმცა საპენსიო ასაკის გამო ის ვეღარ აგრძელებს საქმიანობას.
“ფორმულის” წამყვანი ცდილობს მას ათქმევინოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, თუმცა, მოულოდნელად, ყოფილმა მოსამართლემ წამყვანისთვის არცთუ სასიამოვნო განცხადებები გააკეთა, მათ შორის ნიკა გვარამიაზეც, როდესაც “მთავარი არხი”-ს ეთერში მოსამართლეების ფოტოები გამოფინეს, მათ შორის მისი სურათიც, სადაც მათ მკვლელები უწოდეს.