1986 წლის აპრილი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თვე გახდა მთელი მსოფლიოსთვის – ჩერნობილის ტრაგედიამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რადიაციის შედეგები კი სხვა ქვეყნებსაც შეეხო. ხოლო სიცოცხლე მიტოვებულ ტერიტორიაზე არ შეწყვეტილა… რადიაციული დაბინძურების ადგილიდან ხალხი წავიდა. მათ სახლები დატოვეს და ყველაფერი დაცარიელდა: სკოლები, პარკები, ქარხნები… თუმცა, მეცნიერების გასაკვირად, იქ ცხოველები გამოჩდნენ. მაგრამ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ: 1986 წლის 26 აპრილი კაცობრიობას კიდევ დიდხანს არ დაავიწყდება. ჩერნობილის ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, ადამიანებმა სულ სხვა თვალით შეხედეს ატომურ ენერგიას. იმ დღეს, ყველა იმ ადამიანის ცხოვრება შეიცვალა, ვინც ატომურ რეაქტორთან ახლოს ცხოვრობდა. იმათ, ვინც გადარჩა, სამუდამოთ მოუწიათ საკუთარი სახლების დატოვება, ხოლო დაბინძურების ზონა 30 კილომეტრის რადიუსამდე გაიზარდა. ზოგჯერ, შეიძლება მოგვეჩვენოს კიდეც, რომ სწორედ ჩერნობილი იყო ის ადგილი, სადაც საბჭოთა კავშირი გაჩერდა. იქ არსებული საბჭოთა სიმბოლიკა ბუნების ხელში აღმოჩნდა და დრომ ისინი განადგურებამდე მიიყვანა
?იმან, რაც მეცნიერებმა ტყეში აღმოაჩინეს, ყველა შოკში ჩააგდო – რეალური ისტორია
149 Views