მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების გაოცებას აგრძელებს. ექსპრეზიდენტის დაპატიმრების შემდეგ მისი პირადი ცხოვრება არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ლიზა იასკოსთან აღიარებული სასიყვარულო ურთიერთობისა და ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე სააკაშვილმა მესამე შვილი გააცნო საზოგადოებას.
“ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება “მთავარი არხის” საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი.“ – წერს პოსტში ექსპრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ წერდა მედია, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. თუმცა მაშინ ნიჟარაძე ამ ურთიერთობას ჭორს უწოდებდა და ერთ-ერთ მედიას ამის დაწერისთვის სასამართლოშიც უჩივლა. მოგვიანებით კი სარჩელი უკან გამოიტანა.
სააკაშვილის პოსტს კომენტარებში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის ცნობილი სახეებიც.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
– კეთილი იყოს შენი მობრძანება ალისა ამ ძალიან მაგარ სამყაროში, მაგრამ ხანდახან ჭორიკნების ბუდეში, რომლებიც მზად არიან სხვისი ცხოვრება ისე დაკორტნონ, საკუთარი გადაავიწყდეთ. სოფო, ისეთ ფორმაში ხარ, ბრწყინავ.
ლელა კილაძე:
– გილოცავ მიშა, ყველაფერი კარგად იქნება. მამიკოს თავისუფლებას გისურვებ ალისა. სასწაული გოგოები ხართ, სოფია, მიყვარხართ.
მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.
“კარგია, რომ ჭორაობას ბოლო მოეღო. გილოცავთ ამ ლამაზ გოგონასაც და დამდეგსაც. მრავალს დაესწარით.“
“ლათინურ სერიალს ჰგავს… თავგზა აგვირია ამ კაცმა ბოლოს და ბოლოს ვერ გავიგეთ, ვისი ქმარია ეს კაცი… ბავშვი ანგელოზია სოფო უნიჭიერესი და უსაყვარლესი . სანდრა არის და იქნება ფასდაუდებელი ყველაზე ქალური სოლიდარობა სანდრას.“
ამბები.ჯი