„შინ თუ გარეთ ფსევდოლიბერალური კლასტერისგან სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები პოლიტიკურ პატიმრებად შერაცხილი კრიმინალების გათავისუფლების შესახებ. ამიტომაც არ არის გამორიცხული, სალომე ზურაბიშვილმა, პატრიარქთანაც მოინდომოს შეხვედრა. ეს შეხვედრა ბოროტად გამოიყენოს და ვიზიტის შემდეგ თუნდაც ერთ-ერთი მათგანის (სავარაუდოდ ნიკა გვარამიას) შეწყალების გადაწყვეტილება გამოაცხადოს და პრეზიდენტმა ტექნიკურად საკუთარი პასუხისმგებლობა გადაანაწილოს პატრიარქზე“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ეს მხოლოდ მისი ვარაუდებია და სალომე ზურაბიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ თვითონ არის პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე.
„იმის გათვალისწინებით, რომ მადამ პრეზიდენტი ბოლო თვეებში განსაკუთრებით გააქტიურდა თავის გამოჩენის დაუოკებელი სურვილით, დასავლეთს უმტკიცოს, ხელისუფლება ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს და მხოლოდ თვითონაა პროდასავლელების ერთადერთი იმედი; ამასთან შინ თუ გარეთ ფსევდოლიბერალური კლასტერისგან სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები პოლიტიკურ პატიმრებად შერაცხილი კრიმინალების გათავისუფლების შესახებ,მათ შორის პრეზიდენტისადმი. ამიტომაც არ არის გამორიცხული,სალომე ზურაბიშვილმა, პატრიარქთანაც მოინდომოს შეხვედრა და მის უწმინდესობასთან ისაუბროს მათი განთავისუფლების შესახებ. რაზედაც პატრიარქი ბუნებრივია ვერ ეტყვის შეიწყალოს ან არ შეიწყალოს რომელიმე პატიმარი. ხოლო მან ეს შეხვედრა ბოროტად გამოიყენოს და ვიზიტის შემდეგ თუნდაც ერთ-ერთი მათგანის (სავარაუდოდ ნიკა გვარამიას) შეწყალების გადაწყვეტილება გამოაცხადოს და პრეზიდენტმა ტექნიკურად საკუთარი პასუხისმგებლობა გადაანაწილოს პატრიარქზე. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდები და მოსაზრებებია, მაგრამ წინასწარ ვაცხადებ, რომ მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, მადამ პრეზიდენტს ეს ფანდი ვერ უშველის. მან უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ თვითონ არის პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე“, – წერს ნანა კაკაბაძე.