30 Views
“გირჩი- მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დატოვა გორის რაიონული სამმართველო. როგორც ის “მთავარ არხთან” ადასტურებს, რომ მასზე თავდამსხმელი, სოსო მაისურაძე უკვე დაკავებულია. ჯაფარიძე სამმართველოში დაკავებულის ამოსაცნობად იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა რამდენიმე საათის წინ, მოქალაქე სოსო მაისურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯაფარიძეს მან სცემა.