” მოიხსენიეთ… კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…”- მე-11 კლასის მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა

0
2393
30 Views

სამტრედიის N4 საჯარო სკოლა მოსწავლეს გლოვობს. ცოტა ხნის წინ მე-11 კლასის მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა.

“სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სსიპ ქალაქ სამტრედიის N4 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლის , გივი აშოტის ძე ტონაგანიანის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს”

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მეოთხე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, გივი ტონაგანიანი რომელიც მეზობლებთან ერთად სათევზაოდ იყო წასული, მდინარე გუბისწყალმა იმსხვერპლა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა დაღუპული ბიჭი ამოიყვანა წყლიდან. მომხდარს შოთო სიხარულიძე ეხმაურება და სამძიმრის ტექსტს აქვეყნებს.

“გლოვობს ჩემი სამტრედია გივიკოს. დღეს ტრაგედია დატრიალდა სამტრედიაში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მეოთხე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, რომელიც მეზობლებთან ერთად სათევზაოდ იყო წასული, მდინარე გუბისწყალმა იმსხვერპლა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ და იპოვეს…

მოიხსენიეთ ახლად შესვენებული გივი კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…

რა უსამართლოა ცხოვრება. თავიდან ვერ ვიაზრებთ რა ხდება, ადგილს ვერ ვპოულობთ. გარშემო ქაოსია. ბრბო გიახლოვდება, ყველას ყურები აქვს ჩამოყრილი, თვალები ჩაწითლებული, თითქოს

ტიროდნენ. გიახლოვდებიან და ხვდები, რომ ეს ჩამქრალი თვალები, აწეწილი თმები აკანკალებული ხმით წარმოთქმული სიტყვები “მოჰყავთ” ავის მომასწავლებელია. შიში გიპყრობს. წამით გახსენდება, რომ მთელი დღის განმავლობაში, უცნაურად იქცეოდი. სულ იცინოდი. გეკითხებოდნენ “დღეს რა გემართება, ხომ კარგად ხარ-ო”

გახსენდება,რომ ტაძარში შესვლა ვერ გაბედე. ჰო გამახსენდა. ტაძრის შესაავლელთან ვიდექი. ნაბიჯი უნდა გადამედგა, მაგრამ რაღაც მაკავებდა. სწორედ იმ საღამოს. “მე შენ დაგკარგე”.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული…

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს….

ღმერთმა გაგაძლიეროთ ამ მძიმე დროს სიტყვები არ უძლურია…. ,”- წერს სიხარულიძე.

 

 

Cesko