ვინ არის ლაშა ნინიძე, რომლის გამოც 15 წლის  გოგო 15 სართულიდან გადმოხტა და ადრე რა დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა სასჯელს?

0
10168
27 Views

23 წლის ლაშა ნინიძე, რომელსაც არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტში ადანაშაულებენ, წარსულში ნასამართლევი იყო.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ნინიძე დღემდე პირობითი მსჯავრის ქვეშაა. ის ქურდობისთვის გაასამართლეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მამაკაცი 15 წლის მოზარდთან სექსუალურ კავშირს სისტემატურად ამყარებდა. ამასთან ერთად არასრულწლოვან გოგოს შეურაცხყოფასაც აყენებდა და ამცირებდა. მსხვერპლმა ზეწოლას ვეღარ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გოგონა მე-15 სართულიდან გადმოხტა.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საქმის პროკურორი ამბობს, რომ უკვე მოპოვებული მტკიცებულებებით დაკავებულის ბრალი დამტკიცდება.

დაკავებულს მოსამართლემ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა უკვე განუსაზღვრა. წინასასამართლო სხდომის შემდეგ საქმის არსებით განხილვა დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნინიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ეს ის 23 წლის ბიჭია, რომელამც ბათუმში 15 წლის გოგონა თვითმკლელობამდე მიიყვანა და გოგონა მე-15 სართულიდან გადმოხტა

Cesko