„2020 წელს ტრამპს რომ გაემარჯვა, უკრაინაში კონფლიქტი არ იქნებოდა“ – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

0
214
19 Views

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს რომ მოეგო, უკრაინაში კონფლიქტი არ დაიწყებოდა.

მისივე თქმით, უნგრეთი აშშ-ის მომავალ არჩევნებში ტრამპის შესაძლო გამარჯვებას ისე უყურებს, როგორც მშვიდობიანი მომავლის იმედს.

„მე სრულიად დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპს რომ არჩევნები მოეგო, ეს ომი არ დაწყებულა. ჩვენ ვუყურებთ მის შესაძლო დაბრუნებას თეთრ სახლში, როგორც მშვიდობიანი მომავლის იმედს. უნგრეთი მხარს უჭერს ტრამპს სასამართლო პროცესზე და მას გულშემატკივრობს.

როდესაც კონსერვატიულ ლიდერს აქვს შანსი დაიკავოს მნიშვნელოვანი პოზიცია, მოიგოს მნიშვნელოვანი არჩევნები, მაშინ ის მაშინვე ემუქრება ლიბერალური მეინსტრიმის თავდასხმას და ლიბერალური მეინსტრიმი არ ყოყმანობს გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, რათა ტრამპს თეთრ სახლში დაბრუნებაში ხელი შეუშალოს“, – განაცხადა სიარტომ.

Cesko