თურქული კინოს ვარსკვლავი ქალები ქართული ფესვებით

0
1810
76 Views

ნებაჰატ ჩეჰრე – თურქული დრამის დედოფალი
სწორედ ასე უწოდებენ ამ ქალბატონს.
ნებაჰატი 1944 წელს დაიბადა სამსუნში, თურქეთში. მამამისი, იურისტი იზეტ ჩეხრე ქართველი ლაზების შთამომავალი იყო – როგორც ცნობილია, თურქეთში არაერთი ლაზი ცხოვრობს.

თურქული კინოს ვარსკვლავი ქალები ქართული ფესვებით

ნებაჰატის დედა დიასახლისი იყო. საკმაოდ ადრე დაქვრივდა და ბავშვთან ერთად სამსუნიდან სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ იქ დაიწყო ნებახატის კარიერა.

15 წლისამ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და “მის თურქეთის” ტიტულიც მოიპოვა. შემდგომში ამ ტიტულმა გაუკვალა გზა როგორც მანეკენს და ფოტომოდელს.

ქალთა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ასევე ქალთა საღამოს სკოლაში შეისწავლა ხელოვნება. 1962 წელს ჰქონდა დებიუტი კინოში, 70-იან წლებში კი მღეროდა კიდეც.

1964 წელს ფილმის გადაღებებზე გაიცნო ილმაზ გიუნეი და ცოლად გაჰყვა. თუმცა მალევე გაშორდა და შემდეგ კალათბურთელ იავუზ დემირს გაჰყვა ცოლად. მის გამო ნებაჰატმა მცირე ხანს კინოკარიერაც კი მიატოვა, თუმცა ეს ქორწინებაც დაირღვა. მსახიობს შვილი არც ერთ მეუღლესთან არ გაუჩნდა.

მეორე ქმართან განქორწინების შემდეგ კინოში დაბრუნდა და დღემდე აქტიურად მუშაობს. ყველაზე დიდი პოპულარობა, როგორც მსახიობს, მოუტანა სერიალ “დიდებულ საუკუნეში” შესრულებულმა როლმა.

შერიფ სეზერი – რთული ცხოვრებიდან კინოვარსკვლავობამდე
შერიფ სეზერი 1943 წელს დაიბადა თურქეთის ქალაქ მუდანიაში. მასაც ქართული, ლაზური ფესვები აქვს, მამის მხრიდან. საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობდა ბავშვობაში, უმცროსი და დიფტერიით გარდაეცვალა და მშობლებიც მალე გაიყარნენ.
სკოლაში დაკომპლექსებული ბავშვი იყო, საკმაოდ მაღალი ტანისა და გამორჩეული გარეგნობის გამო. ასევე პრობლემებს უქმნიდა სახელი შერიფი – სკოლაში “ქალაქის შერიფს” ეძახდნენ. მოგვიანებით, როცა საფრანგეთში აღმოჩნდა, გარკვეული პერდი იქ შერიფის ნაცვლად შერიც კი დაირქვა.

თურქული კინოს ვარსკვლავი ქალები ქართული ფესვებით

საკმაოდ ტრადიციულმა მამობილმა სკოლიდან მალე გამოიყვანა და ჭრა-კერვის კურსებზე შეიყვანა. შერიფმა გადაწყვიტა, მშობლიური ქალაქი დაეტოვებნა და სწავლა გაეგრძელებინა. ამ განზრახვაში დედამაც აუბა მხარი, მათ მთელი შეთქმულება მოიფიქრეს: შერიფმა

დედის დახმარებით შერიფმა განათლება მიიღო, ქალთა ინსტიტუტში ჩააბარა და წარჩინებთ დაამთავრა, მერე კი ანკარის სახელმწიფო თეატრში მოხვდა, ოჯახის წევრების უკმაყოფილების მიუხედავად.

შემდეგ გათხოვდა კიდეც და ქმართან ერთად პარიზში გაემგზავრა, სადაც მისი მეუღლე პოლიტიკურ მეცნიერებებს შეისწავლიდა. დროებით თეატრის მიტოვება მოუწია და პარიზში თავი რომ ერჩინა, კერვა დაიწყო მოდის სახლებისთვის.

პარიზში დიდხანს არ გაჩერებულა – ახალგაზრდა თურქი გაიცნო, რომელთანაც რომანი გააბა და პარიზიდან თურქეთში მასთან ერთად დაბრუნდა, ქმარსაც გაეყარა…

1971 წელს გაჰყვა ცოლად აზმი არნას. კარგა ხანს ოფიციანტად მუშაობდა სტამბოლში და მხოლოდ 1980 წელს შედგა მისი დებიუტი კინოში, სრულმეტრაჟიან ფილმში. დებიუტს მალე მოჰყვა მისი აღიარება, მთავარი როლები სრულმეტრაჟიან ფილმებში და სერიალებში., ასევე თამაშობს თეატრში.

ჰყავს ქალიშვილი დენიზ არნა, რომელიც ასევე მსახიობია.

წყარო – mshoblebi.ge

Cesko