ახლახანს საქართველოში ცნობილი მხატვარი გარდაიცვალა

April 3, 17:06
0
818

ახლახანს საქართველოში ცნობილი ფერმწერი და პედაგოგი რობერტ ნერსესოვი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“გარდაიცვალა ქალაქ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სახვითი ხელოვნების წრის ღვაწლმოსილი პედაგოგი, მხატვართა კავშირის წევრი ბატონი რობერტ ნერსესოვი. იგი მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ისნის მოსწავლეთა სახლში. იგი გახლდათ ჭეშმარიტი გზამკვლევი და მოძღვარი არაერთი თაობისა. მისმა აღზრდილებმა მრავალ წარმატებას მიაღწიეს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი რობერტის გარდაცვალების გამო. შესანიშნავი ადამიანის, პედაგოგისა და ღირსეული პიროვნების ნათელი ხსოვნა დიდხანს დარჩება მისი აღზრდილებისა და კოლეგების მეხსიერებაში”

  56 ნახვა

 

 

Cesko