ბათუმში, კორპუსიდან 15 წლამდე გოგო გადმოვარდა და მანქანაზე დაეცა! გოგონა საოპერაციოში შეყვანამდე გარდაიცვალა

June 12, 10:48
0
2964

ცოტა ხნის წინ, ბათუმში, კორპუსიდან 15 წლამდე გოგო გადმოვარდა. შემთხვევა პუშკინისა და ლორიას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ინფორმაცია ტვ25-მა გაავრცელა და როგორც ადგილობრივები კომენტარებში წერენ, გოგონა მაღალი სართულიდან გადმოვარდა. იგი კლიმიკა „ბაუში“ გადაიყვანეს და რთულ მდგომარეობაშია.

„მანქანის ლუკში ჩავარდა პირდაპირ. ხმა ჰქონდა სასწაული. ღმერთმა გადაარჩინოს“ – წერს ბათუმელი ქალი, რომელიც თავად შეესწრო უბედურ შემთხვევას.

განახლებული ინფორმაცია:

ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნილი 15 წლის გოგო გარდაიცვალა. როგორც კლინიკა ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში განაცხადეს, არასრულწლოვანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და ის საოპერაციოში შეყვანამდე გარდაიცვალა. 

Cesko