ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქებაში დამნაშავე უკრაინაა

0
1258
21 Views

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, კავოხკის კაშხლის აფეთქებაში დამნაშავე უკრაინაა. ამის შესახებ ლუკაშენკომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებელი დაწყების დამალვა გახდა.

„გასაგებია, რომ უკრაინულ მხარეს მოუწია კონტრშეტევის სამი დღის დამალვა, სადაც თითქმის ორასი ჯავშანტექნიკა განადგურდა და დაიღუპა 2 000-ზე მეტი ადამიანი. ხედავთ, როგორი სუფთა, ფრთხილი პოზიცია უჭირავს შეერთებულ შტატებს, ეს აღნიშვნის ღირსია. მათ თავიდანვე თქვეს: ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, ვთქვათ, ვინ ჩაიდინა ეს, ჩვენ უნდა გავარკვიოთ. დაფიქრდით, რატომ მოხდა ასე?”, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

Cesko