„ჩემთან ერთად უთხრა დაგამახინჯებო, ვერ მოვითმინე და …“ – რა ამბავს იხსენებს მარიტა მაზიაშვილის მეგობარი?

0
803
55 Views

27 წლის მარიტა მაზიაშვილი ყოფილმა ქმარმა სასტიკად მოკლა. გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:

“14 წლის წინ გავიცანი, ერთი პატარა ციდა გოგოო, სიცოცხლესა და სამყაროზე შეყვარებული. ერთ დღეს მწერს: პააწ, ნახე, ერთი ბიჭი გავიცანი და მიგდებს სურათს ნიკა ლაჩაშვილის. ფოტოს რომ შევხედე, არ მომეწონა ფიზიკურად და ვუთხარი, შენ უკეთესს იმსახურებ-თქო, შემდეგ გადის თვეები და მწერს: ხაატ, პაწუკა გაგითხოვდა და ჩემი პირველი სიტყვა იყო არ მითხრა, რომ ნიკას გაყევი-თქო და კი, ნიკასო. მილოცვის მაგივრად გავუბრაზდი. მერე გავიცანი ნიკა და შეხვედრის დღიდან საშინელი აუტანლობის შეგრძნება მქონდა მის მიმართ.

რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო მძაფრდებოდა. ჩემთან ერთად უთხრა ნიკა ლაჩაშვილმა წლების წინ, რომ მარი დაგამახინჯებო, ვერ მოვითმინე და წავკამთდით. ნუ ერვიო, ნიკამ. 7 წლის წინ ნათქვამი სიტყვები 2 დღის წინ აგისრულა, ჩემო მარიამო. თოკით დაგახრჩო, 2 დღე საბარგულით გატარა, ჩემო მარიამო, ესეც არ იკმარა და წვიმაში და ქარში ხევში მოგისროლა, დაგამახინჯა, მარიამო.

ისე მიდიხარ ისე უნდა გაგაცილოთ შენს ლამაზ სახეს ვერ ვნახავთ, მიყვარხარ მარიამო. შენს თეკოს არაფერი მოაკლდება არც სიყვარული და არც სითბო არასდროს, პირობას გაძლევ”, – წერს მარიტა მაზიაშვილის მეგობარი.

Cesko