ჯონ კირბი: აშშ ჯერ კიდევ ცდილობს შეაფასოს, რა მოხდა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე

0
222
19 Views

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ ჯერ კიდევ ცდილობს შეაფასოს, რა მოხდა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ შევაფასოთ, რა მოხდა იქ, მაგრამ რუსებმა უკანონოდ დაიკავეს ეს კაშხალი მრავალი თვის წინ და ისინი იკავებდნენ მას, როდესაც ეს აფეთქება მოხდა.

აშკარაა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურება დაუშვებელია ომის კანონებით და ჟენევის კონვენციის დამატებითი ოქმით, რომელსაც რუსებმა თავად მოაწერეს ხელი.

მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება. ჩვენ უკრაინელებს ვესაუბრებით“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

Cesko