20 Views
5 მილიონი რუბლი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან – „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.
საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ტრანზაქცია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 7-ჯერ განხორციელდა.
ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით.