სოჭსა და სოხუმს შორის რუსული ლაინერი იმოძრავებს

0
259
21 Views

ივნისიდან სოჭსა და სოხუმს შორის საკრუიზო ლაინერი „თავადი ვლადიმერი“ იმოძრავებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

სოჭის პორტის დირექტორის, იური ვლადიმიროვის ინფორმაციით, პირველი რეისი 29 ივნისს განხორციელდება. სოხუმში ჩასვლის შემდეგ ლაინერი იქ 3 დღეს გაჩერდება. საერთო ჯამში ერთ სეზონზე 11 რეისი იგეგმება.

„თავადი ვლადიმერი“ ადრე სოჭი-ნოვოროსიისკი-იალტა-სევასტოპოლი-სოჭის მარშრუტზე მოძრაობდა. 2017 წლიდან მისი ბაზა სოჭის პორტში მდებარეობს.

Cesko