პოეტ იზა კარიჭაშვილს, თბილისის ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლამ, შეხვედრა მოუწყო (ფოტო-ვიდეო) – ჯენი ბურჯანაძე

0
337
31 Views

პოეტ იზა კარიჭაშვილს, თბილისის ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლამ, 30 მაისს, შეხვედრა მოუწყო.

შეხვედრის ინიციატორი გახლდათ ამავე სკოლის
|||ა კლასის დამრიგებელი_ რუსუდან გოგოლაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოეტის ვაჟი_გიორგი მაწკეპლაძე,ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეები_ციური კორტი,ბელა ჯაფარიძე და სხვა მიწვეული სტუმრები. სააქტო დარბაზში სუფევდა სასიამოვნო განწყობილება_
იყო სახეგაბრწყინებული,მერცხალივით მოჭიკჭიკე უამრავი ბავშვი, უამრავი ყვავილი და ქალბატონი პოეტის ტკბილხმიანი პოეზიით დამუხტული სასიამოვნო წუთები.
ბავშვემა
სტუმარს, საჩუქრებთან ერთად, ხელნაწერების სახით გადასცეს მისივე ლექსი_”
“ჩემი ბავშვობის მელანქოლია.” აღსანიშნავია,რომ თითოეულმა
მოზარდმა პოეტის ზემოთმოხმობილი ლექსი ლამაზი კალიგრაფიით დაწერა და ულამაზესი ორნამენტებით დამშვენებულ ყდაში ჩასვა.
“ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი,რაცკი მე ცხოვრებაში მიმიღია.”_სიხარულით აღნიშნა
გრძნობამორეულმა პოეტმა.
პატარების უკიდეგანო ინტერესი გამოიწვია პოეტის ბავშვობის ხანამ:
“ბეჯითი ბავშვი იყავით, თუ ზარმაცი?
“აბრაზებდით მასწავლებლებს?
“რომელ საგანს სწავლობდით ყველაზე კარგად,რომელი
პედაგოგი გიყვარდათ ყველაზე მეტად?
“რამდენი წლის იყავით,როცა პირველი ლექსი
დაწერეთ?”
“ბავშობაში რა თემაზე წერდით ლექსებს?”
“რა არის თქვენთვის სამშობლო,ვინ
გასწავლათ საქართველოს სიყვარული?”_აი,ეს და კიდევ არაერთი კითხვა,რომლებიც პატარა მასპინძელმა სტუმარს დაუსვეს.
ქალბატონმა იზამ ამომწურავი პასუხები გასცა ბავშვებს.
კითხვა-პასუხების შემდეგ კი,პოეტმა ისაუბრა თავის შემოქმედებაზე,წაიკითხა მამულის სიყვარულით გამთბარი უამრავი ლექსი,მოეფერა სამშობლოს ყველა კუთხე-კუნჭულს,თქვა, რომ ის საქართველომ,მისმა ულამაზესმა ბუნებამ, მისმა გმირულმა ისტორიამ, წინაპრების საგმირო საქმეებმა შექმნეს პოეტად.
ასე რომ,30 მაისს,თბილისის 52-ე სკოლის კედლებში დიდხანს ისმოდა ქალბატონი იზას ტკბილხმიანი ჩინგის ხმა.
პატარები ტოლს არ უდებდნენ სტუმარს, გატაცებით და საოცარი დეკლამაცით კითხულობდნენ საყვარელი პოეტის პატრიოტულ ლირიკას.
იდგა კედელთან ენძელასავით ნაზი ქალბატონი_ რუსუდან
გოგოლაძე და თვალებში შუქჩამდგარი უყურებდა თავის მოწაფეებს.
უღრმესი მადლობა მოწოდებით პედაგოგ ქალბატონს შესანიშნავი ღონისძიებისთვის,მადლობა,ათასჯერ მადლობა მას,რომ საქართველოს შესანიშნავ თაობებს უზრდის
მაშინ, როცა ქვეყანას ურთულესი პერიოდი უდგას,როცა ადვილი როდია მოზარდების სრულფასოვან მოქალაქეებად
აღზრდა-ჩამოყალიბება. მადლობა 52-ე სკოლის დირექტორს,ქალბატონ ნანა გიორგაძეს,ასევე, მის მშვენიერ პედკოლექტივს.
ათასჯერ მადლობა პოეტ იზა კარიჭაშვილს მისი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, მებრძოლი პატრიოტიზმისთვის და, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე შემოქმედებისთვის.
პოეზია მადლია,
იყო პოეტი კი,ეს უფლისგან ბოძებული ნიჭია,რომლითაც ერთეულებს აჯილდოებს არსთაგამრიგე.
მიხარია,რომ დღეს, რჩეულ
მუზათა შორის, ამაყად დგას სასიქადულო ქალბატონი_ იზა კარიჭაშვილი თავისი
უკიდეგანო ნიჭიერებით და უშურველი სიკეთით.
აქვე მინდა,სიყვარულით მოვიხსენიო ზემოაღნიშნული ღონისძიების იდეის ავტორი_ ამავე სკოლის
|||ა კლასის მოსწავლის,უნიჭიერესიდავით ხიმშიაშვილის ბებო_ცისანა იობიძე.
P.S.წილად მხვდა ბედნიერება,ქალბატონი რუსუდან
გოგოლაძის მიწვევით, მონაწილეობა მიმეღო ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში. თითქოს უფალს უნდოდაო, ღონისძიებამდე ორი დღით ადრე, დათი ხიმშიაშვილსთვის, ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა _გულბაათ რცხილაძემ_ მისი ავტორობით დაწერილი წიგნი_
“დიდი სამამულო ომი 1941-1945 (ცნობარი)”_გადამომცა.
ვისარგებლე შემთხვევით და ადრესატს წიგნი საზეიმო
ვითარებაში,პედაგოგების და მისი ამხანაგების თანდასწრებით, გადავეცი. საოცარი დათი
ჩვენი მეგობრის_ცისანა
იობიძის_ შვილიშვილია. მან მონაწილეობა მიიღო, 9 მაისს,კიკვიძის პარკში, ევრაზიის ინსტიტუტის ეგიდით, გამართულ ღონისძიებაში.
8 წლის დავითმა, კიკვიძის პარკში,საბჭოთაკავშირის გმირის_მელიტონ ქანთარიას_ ძეგლთან_ ეპოქალური მნიშვნელობის სიტვა წარმოთქვა,ასევე, წაიკითხა მეორე მსოფლიო ომის გმირებისადი მიძღვნილი ლექსები.გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დათიმ
თავისი მჭერმეტუველებით გააოცა დამსწრე საზოგადოება.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი პატარა ვუნდერკინდის სკოლას,მისი კლასის ხელმძღვანელს და მშობლებს,რომლებიც სამშობლოს
საამაყო ქართველს უზრდიან.
P.P.S. პროფესორ გულბაათ(გუგა)რცხილაძის დიდი სამამულო ომის თემაზე დაწერილი წიგნი მოსწავლე-ახალგაზრდობის სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს.
დიახ,ხსენებული წიგნის სასწავლო დაწესებულებებში შეტანა მეტად აუცილებელი და საშურია. აღსანიშნავია,
რომ ბატონმა გულბაათმა თბილისის 52-ე სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გაუგზავნა ზემოაღნიშნული წიგნი.

ჯენი ბურჯანაძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი

Cesko