18 Views
ბრაზილიაში 31 წლის ბათუმელი მეზღვაური, ილია კახაბერიძე მოკლეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ის რიო დეჟანეიროს სასტუმროში დაბმული და მოკლული იპოვეს.
TV Globo-ს ინფორმაციით, გემის ინჟინერიის ქართველი ოფიცერი სასტუმროში დაახლოებით ღამის 2 საათზე მივიდა უოლას დე ოლივეირა გომესთან ერთად.
სასტუმროს თანამშრომლის თქმით, უოლესი სასტუმროდან დილის 6 საათისთვის გავიდა, რამაც ყურადღება მიიპყრო და ადგილის შემოწმება გადაწყვიტა. სასტუმროს ნომერში ასულ თანამშომელს, ქართველი სტუმარი დამბული და მკვდარი დახვდა.
31 წლის ილია კახაბერიძე ცხედარი ამ დროისათვის ბრაზილიის იურიდიულ სამედიცინო ინსტიტუტში გადაასვენეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება კამერების საშუალებით მოხდა და ის მალევე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.