17 Views
ელისო კილაძეს ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის იმ მხარდამჭერების პრეტენზიებს, რომლებიც სწუხან, რომ გვარამიას მხარდამჭერ აქციაზე სააკაშვილი სულ სამჯერ ახსენეს.
“აუცილებელი განმარტება:
ჩემს კედელზე პოსტავს ხალხი-ნიკას თავისუფლების აქციაზე მიშა მხოლოდ სამჯერ ახსენესო. და მე რა შუაში ვარ, რას მეწუწუნებით?!აქციის ორგანიზატორი იყო “მთავარი არხი” და სამოქალაქო მოძრაობა, არც სიტყვა მომცეს და კადრშიც სულ ორჯერ გამოვჩნდი. კომპასი გაასწორეთ და პრეტენზიებით მიმართეთ ორგკომს (საორგანოზაციო კომიტეტს) გმადლობთ, ნახვამდის! “- წერს კილაძე.