ყველა რუსეთის წინააღმდეგ: NATO-ს გაფართოვება ამჯერად აზიაში

0
243
24 Views

ინდოეთმა, როგორც შეერთებული შტატების ერთ-ერთ უახლოესმა პარტნიორმა, რომელთანაც ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, უნდა გადაწყვიტოს შეუერთდეს თუ არა ” NATO + ” ჯგუფს, განაცხადა აშშ-ის ელჩმა ინდოეთში ერიკ გარსეტიმ ინდურ ტელეარხ WION-თან ინტერვიუში.
ინფორმაცია ინდოეთის NATO Plus- ჯგუფში,სავარაუდო მოწვევის შესახებ, რომელიც ასევე მოიცავს ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, იაპონიას, სამხრეთ კორეას და ისრაელს, გავრცელდა აშშ-ს კონგრესის სპეციალური კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ინდოეთის აღნიშნულ ჯგუფში მიღების შესახებ.

„ჩვენ გავაღრმავეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, რაც წარმოუდგენელი იყო 30-40 წლის წინ. ჩვენ უფრო მეტად ვუახლოვდებით ინდოეთს, ვიდრე ჩვენს უახლოეს მოკავშირეებს: ინდოეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გვაქვს ერთობლივი წარმოება, მნიშვნელოვანი სისტემების გაყიდვის შესაძლებლობა. ვფიქრობ, ყველა ვარიანტი (თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის – რედ.) ახლა მაგიდაზეა.
ინდოეთმა, რა თქმა უნდა, თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს, რა ნაბიჯი იქნება მისთვის გონივრული. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: არის თუ არა ეს QUAD (ოთხმხრივი სტრატეგიული დიალოგი შეერთებული შტატების, ავსტრალიის, ინდოეთის, იაპონიის და უსაფრთხოების საკითხებზე. ) იქნება ეს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი, ჩვენ ერთმანეთთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული… ჩვენ ერთი რეგიონის ნაწილი ვართ და გვინდა, რომ ამ რეგიონში პატივს სცემენ თავისუფლებას, გვინდა მასში ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მშვიდობა გვინდა. სტაბილურობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა ინდოეთში ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა.

Cesko