“62 დღეა საომარ მოქმედებებში ვართ, სრულ ალყაში, 600ზე მეტი დაშავებულია, დახმარება სჭირდებათ”.. – აზოვის ბატალიონის მიმართვა

April 27, 20:44
0
540

მარიუპოლიდან ,,აზოვის” ბატალიონის” წევრებმა ახალი მიმართვა გაავრცელეს – ირკვევა რომ ბატალიონის 600-ზე მეტი დაშავებული წევრი და მასზე უფრო მეტი სამოქალაქო პირი-ასეთია რეალობა ქალაქში. ყველა დაჭრილი პირი აზოვსტალის მიწისქვეშეთში რჩება.

მიმართვაში მებრძოლები აცხადებენ, რომ აზოვის ბატალიონს არ აქვს საშუალება და მარაგი, დაჭრილებს სამედიცინო დახმარება გაუწიონ, ამიტომაც დახმარებას ითხოვენ.

“62 დღეა საომარ მოქმედებებში ვართ, სრულ ალყაში. ჩვენს ბრიგადას 600ზე მეტი დაშავებული ჰყავს.  მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. აქ არიან სამოქალაქო პირები, მშვიდობიანი მოქალაქეები. აქ ათასობით პირი იმყოფება ჩვენთან ერთად, დახმარება მათაც სჭირდებათ”. – აცხადებს აზოვის ბატალიონის წევრი.

Cesko