რომელი ხართ პოლიტიკოსი, რომელი აზროვნებთ საკუთარი ტვინით და გულის კარნახით, ქართული გენის კარნახით, სამშობლოს სიყვარულით?სადაა თქვენში პოლიტიკოსი? – მაია ნიკოლეიშვილი

May 30, 16:39
0
3256

“ბრავო, ირაკლი ღარიბაშვილო”- ასე ეხმიანება და აფასებს მაია ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე, რომელიც ბრატისლავაში მიმდინარეობს.

“პრემიერ მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ყატარში გამოსვლა გასაოცარი იყო, მაგრამ დღევანდელმა-ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა!
არ მჩვევია, აღტაცების საქვეყნოდ გამოხატვა, მაგრამ ფაქტია, და ვამაყობ ახალგაზრდა პრემიერით!!!

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მართლაც რეგიონული მასშტაბის პოლიტიკური ლიდერია, აკი ბატონმა ერდოღანმაც ასე დაახასიათა. ირაკლი ღარიბაშვილი ახალი ტიპის, ახალი დროის მსოფლიო დონის პოლიტიკოსების რიგში დგას!

ზღვა ინფორმაციის ფლობა, სწრაფი გააზრება, განზოგადების საოცარი უნარი, თავშეკავება-ემოციების მართვა, დიპლომატიურობა, და პლუს გულწრფელობა-აი, ეს გამოარჩევს ირაკლი ღარიბაშვილს თუთიყუში ე.წ. პოლიტიკოსებისგან, თუნდაც დიდი ქვეყნის მმართველებისგან!

გახარიას სწრაფი გააზრების უნარი და ემოციების მართვა მომწონდა, არ დავმალავ, მაგრამ, გახარიასთან ბევრი იყო ნასწავლი: პოლიტტექნოლოგიები, პიარტექნოლოგიები, ნლპ. მისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილი ბუნებრივია, ინდივიდუალურია, პირდაპირი და გულწრფელი! სულ სხვა კლასია!

საბრალო პრიმიტივებად ჩანან ნეგატივისტი ოპოზიციონერები მის ფონზე, ან ფონზე როგორ უნდა დააყენო გაბოროტებული ყვავების და თუთიყუშების ნაკრები?!

რომელი ხართ პოლიტიკოსი, რომელი აზროვნებთ საკუთარი ტვინით და გულის კარნახით, ქართული გენის კარნახით, სამშობლოს სიყვარულით?სადაა თქვენში პოლიტიკოსი? მიკროფონთან დგომა განა ავტომატურად პოლიტიკოსებად გაქცევთ, საბრალო ბანკროტებო?! წადით, ირბინეთ ქუჩებში, ითამაშეთ საბავშვო მოედნებზე, ყველაფერს ჯობს, ისევ საბავშვო ბაღში ან სკოლაში იაროთ, იქნებ ისწავლოთ ის, რაც ცხოვრებაში გამოტოვეთ!!! “სვისტოკი” არ დაგავიწყდეთ, პირში, საწოვარას (სოსკის) სანაცვლოდ, თქვენ ხომ ფსიქოლოგიურად მაგ ასაკში გაიჭედეთ! ბრავო, ირაკლი ღარიბაშვილო!

ჩვენი ქვეყნის საჭეს ღირსეული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე მართავს!!! გენდობით და გვეამაყები!”– წერს მაია ნიკოლეიშვილი.

Cesko