22 Views
ახლახანს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ირინა ზარქუა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ცნობილია, ირინა ზარქუა 57 წლის იყო.
მოსამართლეს მეგობრები და სტუდენტები ემშვიდობებიან:
“არ ვიცი რა დავწერო ვერ ვიჯერებ.. 😭საუკეთესო პიროვნება, მოსამართლე და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლექტორი იყო.. ასეთი თბილი და ყურადღებიანი ადამიანი იშვიათად თუ შეგხვდებოდა”
“მადლობა ლექტორობისთვის, ცოდნისთვის, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის, ყურადღებისთვის, დამოკიდებულებისთვის 💜
მადლობა ყველაფრისთვის 💜
დიდი ხანია ასე აღარაფერი განმიცდია 💔
სულ მემახსოვრებით”