“საქართველოს საგანძური გაყიდეს! 2 640 ექსპონატი! დასაჯეთ მოღალატე!” – ზვიად ტომარაძე

0
870
20 Views

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:

“საქართველოს საგანძური გაყიდეს!!! 2 640 ექსპონატი!!!
საქართველოს კულტურისა მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სხვადასხვა მუზეუმში ჩატარებული ინვენტარიზაციით გაირკვა, რომ დაკარგულია 2 640 ექსპონატი!!!
დაკარგულად ითვლება: გიგო გაბაშვილის „სასულიერო პირი“; ელენე ახვლედიანის „ბრძოლის შემდეგ“; მოსე თოიძის „ტყეში“; გიგო გაბაშვილის „ხალიანი მამაკაცი“ და „ხევსურების დღეობაზე – ალავერდობა“; შალვა ქიქოძის „პარიზის ეტიუდი“; ირაკლი გამრეკელის „მე და ცირკი“; აპოლონ ქუთათელაძის „შესვენება, „ბალერინა“; „უხვი მოსავალი“ და „შემოდგომა გურიაში“; ზურაბ ნიჟარაძის „ივდითი“, „გოგონა თუთიყუშით“ და „აკრობატები“; ბორის ფოგელის „სამხრეთის პეიზაჟი“.
ქანდაკების და კერამიკის ფონდიდან დაკარგულად ითვლება: ნიკოლოზ კანდელაკის „ხორავას პორტრეტი“; „ჯანელიძის ბიუსტი“; „ანჟელიკა კაუფმანის “პრუსიის დედოფალ ლუიზას პორტრეტი“; ადრიან ფან ნიულანდის „მუსიკალური შეჯიბრი“; ჟან შარდენის „ნატურმორტი“; ანტონის ვან დეიკის „მხატვარ მომპერეს პორტრეტი“; აივაზოვსკის „სევასტოპოლის აღება“ და „თბილისის ხედი სეიდაბადიდან“; ვასილ პეროვის „ლიტონიობის ღამე“; აივაზოვსკის „მზის ჩასვლა“; რუბელიეს „ავტოპორტრეტი“; ალექსანდრე ბენუა „არხი ვენეციაში“; მალიავინის „ქალიშვილის პორტრეტი“ და სხვა…
ექვთიმემ თაყაიშვილი სიღარიბეში ცხოვრობდა და საგანძურის არცერთი ექსპონატი არ გაუყიდია, ხელუხლებლად საქართველოში ჩამოიტანა, მანქურთებმა კი საქართველოს საგანძური გაუყიდეს!
არც ამ საკითხზე გამოძიებით არ შეიწუხებს თავს პროკურატურა???
საზოგადოებას გააცანით ექსპონატებზე პასუხისმგებელი პირები, გამყიდველები და ყველა მოღალატე დასაჯეთ უმკაცრესად!”

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
Cesko