ბოლო დღეებში სოსო ჯაჭვლიანის გავრცელებულმა ფოტოებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ერთ დროს უძლიერესი მკლავჭიდელი იმდენად შეცვლილია, რომ მისი ცნობა ბევრს გაუჭირდა. როგორ ირკვევა, სოსო ჯაჭვლიანი მძიმე სენს ებრძვის. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას სიმსივნე აქვს და გარეგნული ცვლილებაც ამას უკავშირდება.
მსახიობი და სპორტსმენი რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთმა ტელევიზიამ გარდაცვლილადაც გამოაცხადა, თუმცა მალევე დათო ლორთქიფანიძემ გაავრცელა ფოტო და ინფორმაციაც, სადაც დაადასტურა, რომ სოსო ჯაჭვლიანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა იგი ცოცხალია და ექიმებისა თუ ერთგული ადამიანების თანადგომით ყველაფერს დაძლევს:
„ამ საღამოს გავრცელდა გადაუმოწმებელი/ბოროტი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის ვითომდა გარდაცვალების შესახებ… ასზე მეტი ზარი შემომივიდა სანამ გზაში ვიყავი სოსოსთან სახლში მიმავალი. სოსო ცოცხალია(სურათი ამ წუთსაა გადაღებული). ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა ექიმებისა და ერთგული ადამიანების თანადგომით“, – წერს დათო ლორთქიფანიძე.
„სოსო მძიმე სენს ებრძვის, მადლობა ღმერთს, ცოცხალია და კიდევ დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა”, – ამბობს სოსო ჯაჭვლიანის მეგობარი, პოეტი ერეკლე საღლიანი.
სოსო ჯაჭვლიანს 5 ივნისს 65 წელი უსრულდება.