,,ტრაგედია უგმიროდ” – რას წერს გია ჯაჯანიძე

0
571
20 Views

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც 2022 წლის 13 მარტით თარიღდება.

,,ტრაგედია უგმიროდ”
თუ ადამიანის გულწრფელობაში გეპარება ეჭვი, ეცადე გაარკვიო. თუ ვერ გაარკვევ, სჯობს ჩამოშორდე, თორემ დაიტანჯები.
თუ გგონია, ან იცი, რომ ადამიანს შენი შურს, არფერი მოუყვე შენი წარმატების შესახებ.
თუ გგონია, რომ შენი ყველას შურს, გეჩვენება.
რა მწვერვალებს მიაღწიე ისეთს და რა შექმენი ისეთი, ყველა რომ შემოგნატრის და შურს?
სხვის ჯიბრზე კარგად ყოფნა ძალიან ცუდია.
სხვის ჯინაზე ბედნიერება ავის მომასწავებელია.
მტრის ჯინაზე ბედნიერება ცუდად მთავრდება.
ასე დააწესა განგებამ: ის რაც სხვას მიეცა მისია, კარგიც და ცუდიც. ის რაც შენ მოგეცა შენია. კარგი შეირგე. ცუდი სხვას არ დააბრალო.
მზე ყველასთვის ერთნაირად ანათებს, მაგრამ ყველას ერთნაირად არ ათბობს. ჩემთვის მზე დღესაც ჭიათურიდან ამოდის და მათბობს.
სიკეთის არ დამნახავი გულით ბრაა და არ უმართლებს.
მარტო ჭირში კი არ უნდა დაუდგე ადამიანს, არამედ მისი ბედნიერებაც უნდა გაბედნიერებდეს.
რაც შენი საქმე არ არის, ნუ შეეხები, სხვისი განკითხვა და სხვის ცხოვრებაში ჩარევა კარგს არასოდეს მოგიტანს.
ამბიციები და ,,მწვერვალები”
– შენ მე ვინ გგონივარ, ჯერ შენი დონე ნახე და მერე ჩემი, გოიმებს ვერ ვიტან, ის ჩემთან ვერ მოვა, ჩემ დონემდე შენ ვერც მოხვალ, ჯერ ჩემდენი წაიკითხე და მერე მელაპარაკე,
მაღალი წრის, ელიტარული, გამორჩეული და შეუდარებელი.
გავიდა დრო, იცხოვრა ილუზიაში, დახუჭა თვალები და ელიტარულად მოკვდა.
ეჰჰჰ, მტვერი ვართ და მიწად ვიქცევით ყველა.
გიორგი ჯაჯანიძე”

Cesko