“ეს რამ გათქმევინათ?! 4 მილიარდი მწირი ბიუჯეტიდან. ვინ ვის დაეხმარა? აკი გირჩიეთ, „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების…“ – დეგნანს NATO-ს მისიებში საქართველოს წვლილს ახსენებენ

0
1175
47 Views

რეჟისორი გოგა ხაინდრავა შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და NATO-ს მისიებში საქართველოს წვლილს ახსენებს.

„ეეხ, ქალბატონო ელჩო, აკი გირჩიეთ: „…ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. „გავრილოვის ღამე“ – რამ გათქმევინათ?! ან დახმარებას რომ გვამადლით… საქართველოს წვლილი NATO-ს მისიებში: 20 000 მებრძოლი, 42 დაღუპული, 293 დაჭრილი, 52 ხეიბარი. 4 მილიარდი ლარი მწირი ბიუჯეტიდან. ვინ ვის დაეხმარა?“ – წერს გოგა ხაინდრავა Twitter-ზე.

ცნობისთვის, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან“.

Cesko