“მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშეა!…ნაწილობრივ, ზელენსკი აშანტაჟებს ევროპას, მეტი სარგებელი რომ მიიღოს, მაგრამ ყველა ბოროტი კლოუნის თამაში ოდესღაც მთავრდება…”- რას წერს ლალი მოროშკინა

0
1008
17 Views

ლალი მოროშკინას ფოტო

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:

სავარაუდოდ უნდა ველოდოთ ლტოლვილთა დიდ ნაკადს უკრაინიდან.
ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა და მეტი სარგებელი მიიღოს, მაგრამ ყველა ბოროტი კლოუნის თამაში ოდესღაც მთავრდება….
ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ოდესღაც მძლავრი უკრაინა-ამობუგულ ტერიტორიად იქცევა, მითუმეტეს რომ სამ ამერიკულ კომპანიას დიდი ხანია ნაყიდი აქვთ სრულიად უკრაინის სასოფლო სამეურნეო მიწები( სხვათა შორის სააკაშვილსაც) ვინც ხვდება ამ საფრთხეს უკვე კიევს და სხვა დიდ ქალაქებსაც ტოვებს.
ჩვენ მზად ვართ 44 მილიონიანი ქვეყნიდან უზარმაზარი ნაკადის მისაღებად?
ვფიქრობ დროულია საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილების მიღება.
ცნობისათვის ჰორეკა სექტორში, მომსახურეობის სფეროში უკვე მეტ წილად უკრაინელები მუშაობენ, ამას სიღნაღის მაგალითიც ეყოფა. დეფიციტური მუშა-ხელი უკრაინელებმა ჩაანაცვლეს.
გულით და სულით ვუთანაგრძნობ უკრაინელებს, ისინი სამშობლოს კარგავენ! ერთმა პრაგმატმა, უნამუსო, უსამშობლო, “კვარტალი
95”-ის სცენარისტმა გაყიდა მათი სამშობლო(აბა თავად, ენაც საგანგებოდ ისწავლა ომამდე)
დღეს მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინ დგას!
ყველას ტკივილი გულთან ახლოს მიგვაქვს,პატარა საქართველომ ყველას გაუწოდა დახმარების ხელი,თუმცა საპასუხოდ მხოლოდ გავილანძღეთ. ამიტომ, პირველ რიგში ჩვენი საზრუნავი საქართველოა!
ამას 24 თებერვლიდან ვიძახდი, მაგრამ ყბედი მედიები ჯიუტად იმეორებდნენ ნაცების ნარატივს. ახლა მაინც გაახილეთ თვალი!ხვალ შეიძლება გვიანი იყოს…

წყარო: https://www.facebook.com/lali.moroshkina/posts/

Cesko