სავარაუდოდ, რომელი ქვეყნებიდან გამოაძევებენ ქართველ ემიგრანტებს და რატომ?

March 19, 00:10
0
469

რა შეიძლება მოხდეს ახლო მომავალში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე? ამის შესახებ “ალიას” ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული წყარო მოუთხრობს, რომლის ვინაობასაც, მისივე თხოვნით, არ ვასახელებთ

წყარო ქართველ ემიგრანტთა საყურადღებოდ, უმნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის:

“თეორიულად, გამორიცხული არ არის, ეს ომი რუსეთ-ნატო-ს ომად გადაიქცეს. მით უფრო, რომ ეს მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი არ არის, რუსეთი ებრძვის დასავლეთს. ნატო-ს ქვეყნებში ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს სხვა და სხვა ქვეყნებიდან, რომელთაც ამ ქვეყნებში თავშესაფარი პოვეს, სამსახურები იშოვნეს, საკმაოდ ნორმალურად ცხოვრობენ და ბევრი მათგანი საკუთარ ოჯახში დანაზოგსაც აგზავნის. თუმცა, ემიგრანტთა დიდი ნაწილი, ამ ომში რუსეთს უჭერს მხარს და საკუთარი სამშობლოს დამცველ უკრაინელებს ფაშისტებს ეძახის. მარტო ეს არ არის. ეს ემიგრანტები ჩართულნი არიან ანტიუკრაინულ პროპაგანდაში, ერთი-ერთში იზიარებენ და აზიარებენ რუსული პროპაგანდის ნარატივებს. მათ უმრავლესობას პოსტსაბჭოთა ქვყნებიდან, მათ შორის, საქართველოდან ევროპაში, ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში წასული ემიგრანტები წარმოადგენენ, მათ შორის, ქართველებიც მრავლად არიან. ეს ხალხი განსაკუთრებით აქტიურობს სოციალურ ქსელში და ცდილობენ, საზოგადოებრივი აზრის რუსეთის სასარგებლოდ ფორმირებას. ახლა მთავარი. სხვა და სხვა ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნეს ერთგვარი კოალიცია, სადაც ორმოცდაათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული და რამდენიმე საქართველოდან. ეს ინფორმაცია, ცხადია, არ გახმაურებულა. ამ არასამთავრობოებს, ნატო-ს ქვეყნებში არსებულმა ფონდებმა გამოუყვეს სოლიდური დაფინანსება. ეს არასამთავრობოები, ნატო-ს ქვეყნებში მყოფი პრორუსულად განწყობილი ემიგრანტების აქტივობებს სოც-ქსელებში პოსტებს, კომენტარებს, ვიდეოებს, მოწოდებებს და ა.შ.თარგმნიან იმ კონკრეტული ქვეყნის ენაზე, სადაც ცხოვრობენ და იმ ქვეყნის საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საიმიგრაციო სამსახურს, პოლიციას და სპეცსამსახურებს უგზავნიან. იმასაც ამბობენ, რომ დამფინანსებელი ფონდები სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებულნი და უპირველესად, სპეცსამსახურებს აინტერესებთ ამ ხალხის ვინაობა, ვინც მათ ქვეყნებში ცხოვრობს და ამ ქვეყნებისადმი მტრულად განწყობილი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს გარკვეული საფასურის გამო თუ უსასყიდლოდ.

ეს ლოგიკური, აუცილებელი პრევენციული ქმედებაა ამ სახელმწიფოთა მხრიდან. თუ ნატო რუსეთთან ომში ჩაერთო, ცხადია, ნატო-ს ყველა ქვეყანა იცხოვრებს სამხედრო, ან ნახევრად სამხედრო კანონებით. ბევრი კანონი შეჩერდება ან მათში შევა ცვლილებები და მათ შორის, პირველ რიგში, საიმიგრაციო კანონებში. ასეთ შემთხვევაში, მე-5 კოლონის წარმომადგენლებს, რუსეთის პროპაგანდისტ ემიგრანტებს, უკეთეს შემთხვევაში შეზღუდვები დაუწესდებათ. თუმცა, უფრო რეალური იქნება, რომ ეს ემიგრანტები გამოყარონ თავიანთი ქვეყნებიდან. ომში ჩართულ არც ერთ სახელმწიფოს არ სჭირდება მტრის მოკავშირე საკუთარ ქვეყანაში და ყველა ნორმალური ქვეყანა ასე მოიქცეოდა. მეტიც, ყველაფერს იღონებენ, რომ ისინი მოიცილონ თავიდან. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი აშკარად კრემლისა და პუტინი მეხოტბეები, რუსული აგრესიის გამამართლებელი ემიგრანტები, ნატოñს ომში ჩართვამდე გამოყარონ თავიანთ სამშობლოში. ამას პრეზიდენტის ერთი საკანონმდებლო აქტი ან პარლამენტის გადაწყვეტილება სჭირდება და მეტი არაფერი.

შესაძლოა, უფრო დაბალ დონეზე და უფრო იოლადაც მოაგვარონ ეს საკითხი საკანონმდებლო კუთხით. როდესაც ომია და ნატო-ს ქვეყნები ამ ომში ეკონომიკურად უკვე ჩართულები არიან, ნებისმიერი მოულოდნელობა შეიძლება მოხდეს. ყველაფერს თავი დავანებოთ, ჰააგის ტრიბუნალმა თუ დაადასტურა რუსეთის მიერ უკრაინელთა გენოციდი და საქმე აქეთკენ მიდის, მაშინ გენოციდის მომწყობ პუტინსა და რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, სამხედრო პირებს გენოციდში დადებენ ბრალს და სასჯელსაც მიუსჯიან. და რა გამოდის? გენოციდის, გენოციდის მომწყობთა მხარდამჭერი მიგრანტები ეყოლებათ ქვეყანაში და ამაზე თვალს დახუჭავენ? არა, თვალს არ დახუჭავენ, არ გაუტარებენ და სპეცღონისძიებებს გაატარებენ. ქართველ ემიგრანტებს ვურჩევ, პუტინის იმპერიალისტურ ზრახვებს ნუ გადააყოლებენ საკუთარ სამსახურებსა და სხვა კეთილდღეობას, რაც ნატო-ს წევრ ქვეყნებში მოიპოვეს. თუმცა, ჩემი რჩევა უკვე გვიანი იყოს, რადგან პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მათი აქტივობები სოციალურ ქსელში, ჩემი აზრით, უკვე ხელთ ექნებათ კონკრეტული ქვეყნების შესაბამის სამსახურებს.” აცხადებს წყარო.

Cesko