დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებისა – ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანი

May 29, 10:49
0
116

დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებისა, – ამის შესახებ ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა ალექსანდრ ვოლფიჩმა განაცხადა.

„ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება სტრატეგიული შეკავებისთვის გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება შეუქცევად შედეგებამდე მიგვიყვანს. ვიმედოვნებთ, რომ დასავლელი პარტნიორები ამ წითელ ხაზს არ გადალახავენ“, – აღნიშნა ვოლფიჩმა.

მისი თქმით, თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება შეუქცევად შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანას.

გასულ კვირას რუსეთმა მიიღო ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს „ბრძოლის ველზე კონკრეტული მიზნების მიღწევას“.

Cesko