21 Views
რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ საზღვაო-სადესანტო პატრულირებასა და წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ, – ამის შესახებ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
რუსული მხარე აცხადებს, რომ ჩინეთთან თანამშრომლობასა კიდევ უფრო გააღრმავებს.
„მხარეები რეგულარულად განახორციელებენ ერთობლივ პატრულირებას ზღვაზე და ჰაერში და ერთობლივ წვრთნებს, განავითარებენ თანამშრომლობას და გააღრმავებენ ორმხრივ ნდობას ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.