თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა თეირანში შეხვედრა გამართეს

July 20, 10:04
0
317

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა თეირანში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიდგომა მარცვლეულის საკითხში თურქეთის შუამავლობის მიმართ პოზიტიურია.

„თურქეთის შუამავლობის ძალისხმევა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე დადებით გავლენას მოახდენს მსოფლიოზე“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა ერდოღანს სურსათისა და მარცვლეულის საკითხებში თურქეთის შუამავლობისთვის და აღნიშნა, რომ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის პროცესი ანკარას შუამავლობით წინ წავიდა.

„შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ყველა საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ პროგრესი უკვე კარგი ნიშანია“, – განაცხადა პუტინმა.

Cesko