“დასავლეთი უკვე აწარმოებს არაპირდაპირ ომს რუსეთთან, უკრაინელი ნეონაცისტების ხელებით, სხეულითა და ტვინით” – ლავროვი დასავლეთს აფრთხილებს

0
552
50 Views

თუ დასავლეთი რუსეთის ტერიტორიაზე პოტენციური დარტყმისთვის კიევისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი იარაღის მიწოდებას დაიწყებს, ეს იქნება ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსმა დიპლომატმა ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც „საღი აზრი შეინარჩუნეს“ მოუწოდა, აღკვეთონ ესკალაციის ახალი რაუნდი.

„ჩვენ ყველაზე სერიოზულად გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ ისინი უკვე აწარმოებენ არაპირდაპირ ომს რუსეთის ფედერაციასთან უკრაინელი ნეონაცისტების ხელებით, სხეულითა და ტვინით, მაგრამ შორი მოქმედების იარაღის მიწოდება იქნება სერიოზული ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ“, – დასძინა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებს დასავლეთში, რომელბიც მისი თქმით, ჯერ კიდევ რამდენიმე ასეთი დარჩა, აცნობიერებენ ამ ყოველივეს.

Cesko