ომი მსოფლიოს არ ასცდება არცერთ ვარიანტში, უბრალოდ, ქილიჩდაროღლუს რომ გაემარჯვა, ეპიცენტრი იქნებოდა აღმოსავლეთში, ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში ეპიცენტრი იქნება დასავლეთში

May 29, 10:28
0
195

მოვლენათა განვითარების ბირთვული პერსპექტივები დიდი ალბათობით ჩვენს რეგიონს ამ ეტაპზე არ ემუქრება, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.

ქართველიშვილის თქმით, ამიერიდან ევროპის გადასაწყვეტია ომის ეპიცენტრი დასავლეთში იქნება, თუ აღმოსავლეთში.

„როგორც ჩემი ძალზე ავტორიტეტული მეგობარი ბრძანებს (ბრიტანეთის მოქალაქეა): ომი მსოფლიოს არ ასცდება არცერთ ვარიანტში, უბრალოდ, ქილიჩდაროღლუს რომ გაემარჯვა, ეპიცენტრი იქნებოდა აღმოსავლეთში, ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში, ეპიცენტრი იქნება დასავლეთში.

და აწი, მხოლოდ ევროპის გადასაწყვეტია ამ ეპიცენტრის და საკუთარი სამომავლო ბედიც. სწორედ ეს რჩევა მისცა ევრაზიის საკითხებში სი ძინპინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლი ჰუეიმ დასავლელ ლიდერებს ამ კვირის განმავლობაში განხორციელებული ტურნეს დროს – საკუთარი ბედის განსაზღვრისას, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ამერიკის სურვილებს და მეტი დაუთმეთ საკუთარ ინტერესებს.

ვულოცავ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს დამსახურებულ გამარჯვებას. მოვლენათა განვითარების ბირთვული პერსპექტივები დიდი ალბათობით ჩვენს რეგიონს, ამ ეტაპზე, არ ემუქრება. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 54,6%. აქედან 54,47% ერგო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. 45,53% კი მის ოპონენტს ქემალ კილიჩდაროღლუს.

Cesko