26 წლის დაჭრილ ყოფილ ფეხბურთელს ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება და ადგილზე შეკრებილები არიან გუგა ფირცხალავას მეგობრები და ოჯახის წევრები.
ვაკეში მომხდარი დანაშაულის სავარაუდო მოტივი, პირადი ანგარიშსწორება გახდა. რუსთავი2–ის ინფორმაციით კი თავდამსხმელს შეეშალა და გუგა ფირცხალავას დაჭრა არ სურდა.
მედიის ცნობით დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას შსს-ში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
მეტრონომის ინფორმაციით, დაჭრილი გუგა ფირცხალავა სერგი ქურთიაშვილის საძმოს წევრია, რომლის გვარიც მანამდე ვაკეში კრიმინალურ ისტორიაში ფიგურირებდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამავე მაგიდასთან იმყოფებოდა კიდევ ერთი ცნობილი ოჯახის წევრი.
შსს-მ ვაკეში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.