“ჩვენი წივილი ესმოდა ყველას” – გლდანში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა

May 24, 18:52
0
1937

სოციალურ ქსელში, facebook-ჯგუფ „გლდანში“ მოქალაქემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც შემზარავი ფაქტის შესახებ წერს. ის ჰყვება, როგორ გადაურჩა სიკვდილს.

როგორც პოსტიდან ირკვევა, ერთ-ერთი კორპუსის მე-9 სართულიდან ლიფტი, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, მოწყდა და შახტაში ჩავარდა.

„დღეს სიკვდლს ჩავხედე თვალებში ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა, გული თუ არ გაგვისკდებოდა არ მეგონა ჩემი წივილი ყველას ესმოდა, არ ვიცი ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ. სანამ ვინმეს იმსხვერპლებს იქნებ მოგვიგვაროთ ეს პრობლემა.

არ ვიცი კომენტარს რამდენად მიაქცევენ ყურადღებას და აქაც დავდე“ , –

"ჩვენი წივილი ესმოდა ყველას" - გლდანში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა

Cesko