25 Views
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდება.
რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ამ განცხადებით, კონკურენტს უპასუხა. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებს.
ერდოღანი კი აცხადებს, რომ თურქეთის მიზანია რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება.