19 Views
რამდენიმე ქვეყანამ უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების წვრთნა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, წვრთნა დაიწყო კერძოდ პოლონეთში.
„მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ უკრაინელი პილოტების მომზადება რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო, მაგალითად, პოლონეთში. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი“, – აღნიშნა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები აუცილებელია, რათა უკრაინელებმა გააგრძელონ საკუთარი თავის დაცვა.