ხორვატიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა – არიან დაღუპულები

May 22, 10:55
0
127

ხორვატიის დასავლეთით ნიდერლანდების თვითმფრინავი ჩამოვარდა.
შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი სამი მგზავრი დაიღუპა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი Cirrus SR20 რადარებიდან 20 მაისს გვიან ღამე გაუჩინარდა.

ავიაკატასტროფის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დანკო პეტრინი ამბობს, რომ მომხდარის დეტალები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები მაშველებმა 19 საათის შემდეგ იპოვეს.

დაღუპულების ვინაობას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ.

Cesko