22 Views
საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ახალი დემოკრატები“ გაიმარჯვა.
როგორც reuters-ი იტყობინება, გამარჯვების მიუხედავად მიცოტაკისის პარტიამ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ბარიერი ვერ გადალახა.
ამავე ინფორმაციით, სავარაუდოდ მეორე ტური 1 თვეში იქნება.
ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 40,8% – „ახალი დემოკრატები“, 20,1% – „სირიზა“.
300-მანდატიანი პარლამენტისთვის საბერძნეთში არჩევნები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.