„კიევის რეჟიმი კვლავ გასცემს კრიმინალურ ბრძანებებს და აგრძელებს დონბასის ტერორს“ – ზახაროვა

July 21, 13:23
0
299

„დარწმუნებულები ვართ, რომ მალე დონეცკის სახალხო რესპუბლიკა ნეონაცისტებისაგან მთლიანად გასუფთავდება“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა დონბასის მოსახლეობას „ატერორებს“.

„კიევის რეჟიმი, გააფთრებული სიძულვილით, აგრძელებს დონბასის ტერორს, გასცემს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების კრიმინალურ ბრძანებებს, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოკლას, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მოქალაქეებს.

უკრაინის შეიარაღებული ფორმირებები იყენებენ დიდი კალიბრის ნაღმტყორცნებს. ასე ექცევიან ისინი მათ, ვისაც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავიანთ მოქალაქეებს ეძახდნენ“, – განაცხადა ზახაროვამ.

Cesko